„ნაცმოძრაობის“ რეჟიმს ჰქონდა მეთოდი, თუ სახელს გაუტეხ, შეარცხვენ და ა.შ. იოლია ასე გამარჯვება და სწორედ იმისთვის, რომ მოეხდინათ უნივერსიტეტის დისკრედიტაცია, ხდებოდა ჭორების გავრცელება, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი არის კორუმპირებული”-გიორგი გოგოლაშვილი

„2002 წლის აგვისტოში მე დამიკავშირდა „რუსთავი 2“-დან „კურიერის“ წამყვანი ეკა ხოფერია და მთხოვა მონაწილეობის მიღება დებატებში. პარმენ მარგველაშვილს და მე უნივერსიტეტის პოზიცია უნდა დაგვეცვა. ჩვენს პირისპირ დასხდნენ გიგი თევზაძე და დავით უსუფაშვილი, რომელიც იმჟამად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იყო და მთელი საღამო გვიმტკიცებდნენ იმას, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი არის კორუმპირებული და მოკლედ უარყოფითი ყველანაირი კუთხით. მე მქონდა მაშინ შეკითხვა, რომელიც იქ უპასუხოდ რჩება, რომ ამხელა სივრცეში, 200-მდე უნივერსიტეტი იყო, 20-ზე მეტი სახელმწიფო, რატომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი? ამ კითხვას პასუხი არ აქვს. იყო ასეთი კითხვები იმავე გადაცემაში, რომ თუ ვიღაცა გვარის პირი არის კორუმპირებული ხომ, დავიჭიროთ, დავსაჯოთ – არ დგას საკითხი, მთავარია რა, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ უნივერსიტეტისა, სახელი გაეტეხათ უნივერსიტეტისათვის და იწყება რექტორის, პროფესორ-მასწავლებლების, თვითონ დაწესებულების შესახებ აი ასეთი ჭორების გავრცელება. მერე გაირკვა ისიც, რომ ეს მეთოდი იყო მათი, რომ თუ გაუტეხ სახელს, ეს ტერმინიც კი შემოიღეს და მინისტრებიც ხმარობდნენ, „დაჩმორება“ ტერმინს, თუ სახელს გაუტეხ, შეარცხვენ და ა.შ. იოლია ასე გამარჯვება“, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading