„მხოლოდ ერთ რუსს შევხვდები – პუტინს”-ვოლოდიმირ ზელენსკი

„მხოლოდ ერთ რუსს შევხვდები – პუტინს, მაშინ, როდესაც მექნება ზოგადი გეგმა ტრამპთან და ევროპასთან ერთად. შემდეგ პუტინთან დავჯდები და ჩვენ ომს შევწყვეტთ. მე მზად ვარ, შევხვდე მხოლოდ ასეთ პირობებში და არა სხვა კომპრომისის პირობებში. ომი უკრაინაში არ არის მხოლოდ ორი სახელმწიფოს კონფლიქტი, არამედ ერთი ქვეყნის მიერ მეორეზე თავდასხმაა. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება შუამავალი, ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატები იყოს ჩვენს მხარეს. ტრამპმა პირადი ტელეფონი მომცა და მითხრა, რომ შემიძლია, ნებისმიერ დროს დავურეკო. იმედი მაქვს, რომ ტრამპი ნამდვილად დაგვეხმარება. ვხედავ, რომ ის ძლიერი ადამიანია. და თუ ის ჩვენს მხარეს იქნება და არ იქნება შუაში, ვფიქრობ, რომ ზეწოლას მოახდენს პუტინზე, რომ მან ომი დაასრულოს. მას შეუძლია ამის გაკეთება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე .

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading