,,შემოვღობეთ მწერალთა კავშირი, ეს იყო ჩვენი აქცია და ვთქვი, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლებიღა დარჩა”-მაყვალა გონაშვილი
„პირველი რაც მოვიფიქრე, ყვავილების გამყიდველებთან გავიქეცი, ვთხოვე, ძველი, დამჭკნარი ვარდები თუ გაქვთ მომეცით – მეკითხებიან, რად გინდა ძველი ვარდები და ავუხსენი, ასეთი ამბავი რომ მოხდა და ამ ქალებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ მხოლოდ ამ ყვავილების გაყიდვით, უეცრად მოიტანეს მაკრატლები, ყველამ მოაჭრა თავები ახალთახალ ვარდებს და ეკლების უშველებელი თაიგული გამომატანეს – ასე შემოვღობეთ მწერალთა კავშირი, ეს იყო ჩვენი აქცია და ვთქვი, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლებიღა დარჩა.
ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი უკვე ისე იყო, რომ ვერ მოდიოდა ჩვენთან მიტინგებზე, ამიტომ, წერილებს ყოველდღე მიგზავნიდა, ხელნაწერი მაქვს მისი და ასეთ რამეს მწერდა: “მაყვალა, გენაცვალე, მოგეხსენება, ცხოვრება ბრძოლაა და ქვეყანაზე ცუდი კაცები ჭარბობენ. ეგენი არ გაახარო შვილო. ათონის მონასტრის ფილაქანზე ამოტვიფრული, იდექი მკვიდრად და ურყევად“, – განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მაყვალა გონაშვილმა.