მშვილდოსნობაში საქართველოს თასის გათამაშებაზე მარნეულის სპორტული სკოლის წარმომადგენელმა, სალომე ხარშილაძემ წარმატებით იასპარეზა

მარნეულელი სალომე ხარშილაძე მშვილდოსნობაში საქართველოს თასის გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ბათუმში, ანგისის მშვილდოსნობის ბაზაზე,საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ საქართველოს თასის გათამაშებაზე მარნეულის სპორტული სკოლის წარმომადგენელმა, სალომე ხარშილაძემ(პირადი მწვრთნელი-გიორგი გორდეზიანი) წარმატებით იასპარეზა და საპატიო მესამე ადგილი მოიპოვა!

🏹ჩემპიონატი გაიმართა 21+ ასაკობრივ კატეგორიაში, მსოფლიო მშვილდოსნობის ფედერაციის WORLD ARCHERY” (WA) -ის წესების მიხედვით, სადაც მონაწილეობდა 44 სპორტსმენი, 19 გოგონა და 25 ვაჟი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი-სიმონ ნოზაძე, ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძე, აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ლადო ბოლქვაძე და მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი, მამუკა ნავერიანი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading