მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთები თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში გამოიფინა
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქცია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ მზადდება. გამოფენა-გაყიდვის შედეგად, მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე ერიცხებათ და ეს მათ შემოსავალს წარმოადგენს.
მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთები მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძემ დაათვალიერეს.
„რე-მარკეტი“ – რესოციალიზაციის მარკეტი საქართველოში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების პირველი მაღაზიაა, რომელიც 2022 წლის 1 ივლისს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით გაიხსნა. ასევე, ამოქმედდა ონლაინ მაღაზია – RE-MARKET / რე-მარკეტი, რომელიც დისტანციურ რეჟიმში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობას იძლევა.




