მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა გრძელდება

მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო პროექტების განხორციელებასა და თანამშრომლობის პერსპექტივებს. თამთა დემურიშვილმა ზექერია გულთექინს მაღაზია – „რე-მარკეტში“ უმასპინძლა. სტუმარმა სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ნამუშევრებიც დაათვალიერა.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი და თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, არაერთ პროექტს ახორციელებს. თანამშრომლობის შედეგად, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოეწყო თურქული ლიტერატურის კუთხე, ქალმა მსჯავრდებულებმა შეისწავლეს წყალზე ხატვა და თურქული ენა

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading