მსჯავრდებულებმა მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი „ლამანჩელი“ წარადგინეს

№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „ლამანჩელი“ გაიმართა. წარმოდგენა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

,,სპექტაკლზე მუშაობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთმოქმედებიან კომედიაში, რომელშიც 13 მსჯავრდებული და 3 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს, მოქმედება პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარდება და სიუჟეტი ასახავს მსჯავრდებულთა ძალისხმევას საკუთარი თავის ხელახლა აღმოსაჩენად.

სპექტაკლის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. წარმოდგენის მთავარი გზავნილია, რომ შეცდომების მიუხედავად, ადამიანს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, თავიდან დაიწყოს ცხოვრება.”-ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, მოწვეული სტუმრები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

პროექტის მიზანია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading