,,მსოფლიო მთავრობათა სამიტი დუბაიში არის ყოველწლიური უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევხვდეთ ძალიან ბევრი მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე ბიზნესლიდერებს” – ლევან დავითაშვილი
„ჩვენც მოგვეცა საშუალება, რომ გვქონოდა შეხვედრები არაერთ სამთავრობო დელეგაციასთან და ასევე მნიშვნელოვან ბიზნესჯგუფებთან, რომლებიც საქართველოთი არიან დაინტერესებული, მათ შორის, არაფორმალური შეხვედრები გვქონდა EBRD-თან, გვქონდა MASDAR-თან, რომელიც საქართველოში განახლებადი ენერგიების პროექტებით არის დაინტერესებული. ეს არის საემიროების ერთ-ერთი მსხვილი სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია და ვფიქრობთ, რომ ეს განახლება ინფორმაციის ყოველთვის სასარგებლოა მიმდინარე და პერსპექტიული პროექტების წარმატებით განსახორციელებლად.
ეს არის აუდიტორია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა საინვესტიციო მიმართულებით. ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები და ლიდერები ისმენდნენ საქართველოს შესახებ ყველაზე ობიექტურ ინფორმაციას იმ პროგრესის შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით და იმ მიზიდულობის შესახებ, რომელიც საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური თვალსაზრისით გააჩნია. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სასარგებლო იქნება იმისთვის, რომ მიმდინარე წელს ჩვენ, ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე უკეთესი პოზიციონირება გვქონდეს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, და ეს ყველაფერი უწყობდეს ხელს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ასევე ინვესტიციებს“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.