მსოფლიო თასზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ხმლით ფარიკაობაში სამი მედალი მოიპოვა

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში 2025 წლის მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ტურნირზე ეტლით ფარიკაობაში ქართველმა პარასპორტსმენებმა ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ჩემპიონობა იზეიმეს, გვანცა ზადიშვილი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ხმლით ფარიკაობის ფინალში (A კატეგორია) ერთმანეთს ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი შეხვდნენ. შეხვედრა დასრულდა ნინა თიბილაშვილის გამარჯვებით, ანგარიშით 15:8.

ამავე ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი ხმლით ფარიკაობაში (B კატეგორია) ირმა ხეცურიანმა მოუტანა. ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით 22 თებერვალს იასპარეზებენ.

საქართველოს სპორტის სამინისტრო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading