,,მოხარული ვარ შეხვედრით არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უდიდებულესობა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან”-ირაკლი კობახიძე

„მოხარული ვარ შეხვედრით არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უდიდებულესობა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან, რომელიც მსოფლიოს მთავრობათა სამიტის ფარგლებში შედგა დღეს. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები, ასევე საერთო ინტერესის სფეროებში ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მადლობას ვუხდი ჩვენს ეკონომიკაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, რომლებიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს და ხელს შეუწყობს რეგიონალურ განვითარებას შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით“,  – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading