“მოსახლეობასთან მიდიოდა თანამშრომელი, პოლიციელი ჯარისკაცი, ვინც მათთან კარგად იყო და ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და სულ მალე ჩავიდოდნენ სოხუმში”-თორნიკე გერლიანი
„აგვისტოში ჩვეულებრივად იყო ყველაფერი, ბოლო სამი დღე დაიძაბა, როგორც კი დაიწყო ცხინვალში დაბომბვები, ჩვენც ახლა კონფლიქტურ ზონაში ვცხოვრობდით და წავიდა კითხვები აბა ახლა ჩვენთან რა იქნება, იმიტომ რომ, ჯარი არის ამხელა რაოდენობა, პოლიცია, არიან მოხუცები, ქალები, ბავშვები და ომ არ ჯობია ვისაც არ შეუძლია გადაადგილება ტყით, ან თავი შეაფაროს, ან იბრძოლოს, ხომ არ ჯობია რომ გაიწიოს ეს ხალხი, მაშინ როგორც ჩვენ გამოგვწიეს 92-93 წელში ჭუბერიდან. არა არანაირი წინაპირობა მაგის არ არსებობს აბა რისთვის ვემზადებით ჩვენო , რისთვის ვართ აქ, რამე რომ მოხდეს ჩვენ ის კი არ გვაქვს გეგმა, რომ აქ დავრჩეთ აქ ვიყოთ კარგადო, ჩვენი ცოტა სხვაგან მივდივართო, ეს სხვაგან წასვლა გულისხმობდა ალბათ სოხუმში ჩასვლას. ამას გვაჯერებდნენ ჩვენ ყოველდღიურად მოდიოდა ვიღაც პოლიციელი, თანამშრომელი, ჯარისკაცი, რომ ყველაფერი კარგად არის მალე ჩავდივართო [სოხუმში]“.
ისიც კი იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რომ აბა ეს რისთვის არის ჩვენ თუ აქედან გაქცევას ვაპირებთ და თქვენ თუ აქედან უნდა გახვიდეთ ჩვენ ჩავდივართ და ყველაფერი დალაგებული არისო, თან ასე გვეტყოდნენ ხოლმე, რომ ყველაფერი ეს ჩვენთვის ყოფილიყო უფრო დამაჯერებელი, იმას [სააკაშვილს] ყველაფერი დალაგებული აქვს მანდო. როცა ვიძახდით, რომ აფხაზეთში არიან ყოფილი მეომრები, ვინც იბრძოდა ჩვენთანაც არიან ბიჭები, რომლებიც დაიღუპნენ, იმათი ძმები, როგორ იქნებიან ან შეხვედრა როგორ იქნება, ან ისინი ხომ არ დაყრიან იარაღს პირდაპირ, დალაგებულია მანდ? და ცოტა „წაპერესტრელკება“ იქნება, წაომებაო, მერე ყველაფერი დალაგებულია და შევდივართო. ცხინვალში რომ დაიწყო ამბები, მაშინ კიდევ უფრო გვეუბნებოდნენ აი უკვე ცხინვალში არიან ჩვენები შესული თქვენ კიდევ არ გჯერათო. ორ დღეში ყველაფერი დალაგდება და ჩავდივართ სოხუმშიო“-განაცხადა თორნიკე გერლიანმა.