მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით გამოცხადებულ უქმე დღეებში, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებენ.

იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გეგმური (უფასო) გასვლა 18, 19 და 21 აპრილს უწევთ, აღნიშნული დღეები დაემატებათ პირველი ეტაპის ჩასაბარებლად განკუთვნილ 30 კალენდარულ დღეს;

ის პირები, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპისთვის (მოედანი) განკუთვნილი 30 კალენდარული დღე ეწურებათ აღნიშნულ პერიოდში, გამოცდაზე გასვლის უფლებით ისარგებლებენ 25 აპრილის ჩათვლით პერიოდში;

იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 22 აპრილი;

იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 22 აპრილის ჩათვლით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading