მოლდოვაში, ქალაქ კიშინოვში ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) ენერგიის ტრანსფორმაციის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ, სემეკის წარმომადგენელმა თორნიკე აფრიაშვილმა კომიტეტის წევრებს გაუზიარა გამოცდილება საქართველოში განახლებადი ენერგიების განვითარებისა და ხელშეწყობის მექანიზმების შესახებ
თორნიკე აფრიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე ასევე წარადგინა ელექტრომობილებისა და ელექტროსატრანსპორტო საშუალებების დამმუხტველი სადგურების რეგულირების შესახებ კითხვარი, რომლის საფუძველზე ERRA-ს წევრ ქვეყნებში შესაბამისი ანგარიში მომზადდება.
