,,მმართველი გუნდი თავიდან ბოლომდეა კონცენტრირებული სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე, რომელიც მმართველმა პარტიამ საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნებამდე წარუდგინა”-ირაკლი კობახიძე

„ჩვენ ვართ კონცენტრირებული გუნდზე, რომელიც დღეს მუშაობს. გუნდი მუშაობს ძალიან აქტიურად. იყო სპეკულაციები კონკრეტულ მინისტრთან დაკავშირებით, რაც იყო ჩვეულებრივი ჭორი, ხშირად ყრიან ხოლმე ასეთ ჭორებს, იმისათვის, რომ საკუთარი პრობლემები გადაფარონ ოპოზიციაში. გუნდი აგრძელებს მუშაობას. ჩვენ ვართ კონცენტრირებული იმ პროგრამის შესრულებაზე, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს პროგრამა არის რეალისტური და ამბიციური, ამიტომ, მთელი ძალისხმევა აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ გვქონდა გარკვეული პაუზა დეკემბერში. როდესაც არის რთული პერიოდი ქვეყნის ცხოვრებაში, რთულდება გადართვა კონკრეტული პროექტების და პროგრამების განხორციელებაზე. ახლა გვაქვს იმის საშუალება, რომ თავიდან ბოლომდე ვიყოთ კონცენტრირებული ჩვენი პროგრამის შესრულებაზე და ასე გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading