მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი მუსიკოსის, მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო.
მისი მრავალმხრივი შემოქმედება – როგორც მომღერლისა, მუსიკოსისა, მსახიობისა და მწერლისა – მნიშვნელოვანი კვალია ქართულ კულტურაში. მანანა მენაბდის მუსიკალური და სცენური სახე დაუვიწყარია არაერთი თაობისთვის.
გულწრფელად ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მანანა მენაბდი იყო ქართული ხელოვნების ღირსეული სახე.“- მიხეილ ყაველაშვილი