მიმდინარე წლის იანვარში გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Emaar ჯგუფში შემავალ კომპანია Eagle Hills-ს შორის, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციას სამშენებლო სექტორში. ეს გულისხმობს დაახლოებით 800 ჰექტარი მოცულობის ტერიტორიების განვითარება გონიოსა და თბილისის შემოგარენში. საუბარია დაახლოებით 3 მლნ. კვადრატულ მეტრის სამშენებლო ფართზე. ასეთი ზომის ინვესტიცია ქართულ ეკონომიკაში აქამდე არ განხორციელებულა“ – ირაკლი ნადარეიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.