„მივიღე გაფრთხილება და ელისშვილის სიცრუის გამომააშკარავებელი პოსტის აღების დავალება, პოსტი ავიღე, მაგრამ მაინც ცრუ ალეკოს თაღლით სულს მაინც არაფერი ეშველება” – ნინო ნადირაძე


,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა “ვივამედი”, ნინო ნადირაძის მიერ ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის, სამართალდამრღვევად ცნო. არადა, ხომ გახსოვთ ეს ნინო ნადირაძე როგორ ირწმუნებოდა, არანაირ ეთიკის წესებს მე არ ვარღვევო და თან ჩემი რენტგენის ფოტო (პაციენტის პირადი ინფორმაცია) ფეისბუქზე გამოდო. ასეთი უცნაური კლინიკაა, არც დიაგნოზს გისვამენ სწორად და თქვენს პერსონალურ მონაცემებსაც სად გამოდებენ, კაცმა არ იცის. მოკლედ, არ გაეკაროთ და არ ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა ამ სამართალდამრღვევებს”- დაწერა,სოციალურ ქსელში ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

,,მივიღე გაფრთხილება და ელისშვილის სიცრუის გამომააშკარავებელი პოსტის აღების დავალება, პოსტი ავიღე, მაგრამ მაინც ცრუ ალეკოს თაღლით სულს მაინც არაფერი ეშველება. ამ კლინიკაში 600 ადამიანი, ექიმები, ექთნები, დამხმარეები, დღე და ღამეს ასწორებს, რომ სახლში შვილებს სახლში სარჩო მიიტანოს, და ვიღაც თაღლით პოლიტიკანს არ გავუტარებ ცილისწამებას, საკმარისად გავატარე ისედაც. თუმცა მასეთებს საკუთარი კიტრი თავების გარდა, არავინ აინტერესებთ. კაცმაცუნები, ფუფ“- გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading