მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი წლის დღეების ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში „ახალი წლის დღეები“ გაიმართა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საახალწლო ღონისძიებები მერიის შენობის მიმდებარედ განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტო-გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებში საშობაო ბაზრობა მოეწყო, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა, გაიმართა მოსიარულე ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. ილუზიონისტის შოუ. ასევე გაიმართა სადღესასწაულო მარში. დღევანდელ საახალწლო ღონისძიებებს გალა-კონცერტი დაასრულებს.

დღე დასრულდა გალა კონცერტით, რომელშიც ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობას, ,,თეატრალური კვარტეტი“, ანსამბლი ,,გორდელა“ და ჯგუფი ,,გუფილენდი“ იღებდნენ.

ღონისძიებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, მოადგილეებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading