მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი წლის დღეების ფარგლებში გარდაბნში „ახალი წლის დღეები“ გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა , სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა,სანტამ პატარებს საჩუქრები გადასცა.
საახალწლო ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
