„მე მჯერა მარნეულელი ახალგაზრდების!“ – დაურ ისმაილოვი იმირში ახალგაზრდებს შეხვდა

სოფელ იმირში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ძირითადად სოფლის განვითარების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ტურიზმის თემებზე ისაუბრეს.

იმირს მართლაც დიდი პოტენციალი აქვს ტურისტული თვალსაზრისით. ამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი „გადაჭრილი გორას“ ტერიტორიაზე მშენებარე სამუზეუმო კომპლექსია, რომელიც, დასრულების შემდეგ, შეიძლება იქცეს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად. მსგავსი პროექტები ადგილობრივებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება, რაც არა მხოლოდ იმირის, არამედ მარნეულის მასშტაბითაც დადებით შედეგს მოიტანს.

„მე მჯერა მარნეულელი ახალგაზრდების! ჩვენ ერთად შევძლებთ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას,“ – განაცხადა  მარნეულის მერობის კანდიდატმა დაურ ისმაილოვმა, რომელიც სოფლის ახალგაზრდებს პირადად ესაუბრა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

👉 მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა თავიანთი იდეები და პრობლემები პირდაპირ გააზიარონ და რეალური ცვლილებების თანამონაწილეებიც გახდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading