,,მე მაქვს ქვეყანა, სადაც ოპოზიციას შეუძლია ჰქონდეს ტელევიზია, აფინანსებდეს, შეგიძლია ედავო ბიძინას (ივანიშვილს) წარმოუდგენელ თანხებზე, გამოდიოდე და ღიად იძახდე, რომ აფინანსებ დემონსტრაციას,”-ირაკლი რუხაძე
„მე მაქვს ქვეყანა, სადაც ოპოზიციას შეუძლია ჰქონდეს ტელევიზია, აფინანსებდეს, შეგიძლია ედავო ბიძინას (ივანიშვილს) წარმოუდგენელ თანხებზე, გამოდიოდე და ღიად იძახდე, რომ აფინანსებ დემონსტრაციას. ორგანიზაციულ ქცევაში, ორგანიზაცია იღებს ლიდერის როლს, ხასიათს და ა.შ. ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ ლიდერი. რაღაც მომენტი იყო, როდესაც ნაკლებად იყო გარეული, ახლა ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრს მის გარეშე ვერ ნიშნავენ. საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი კობახიძესაც, შალვა პაპუაშვილსაც, ეს მისი გუნდია, მაგრამ რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ბიძინა ივანიშვილის ხასიათი, რაც ამ კაცს აქვს და ის არ არის ბოროტი ადამიანი.
12 წელია ჩვენ ამ ხალხს ვუყურებთ. სად დაინახეთ ამათი პირსისხლიანობა?! გვარამიას დაჭერა გაამართლა სტრასბურგმა, სააკაშვილის დაჭერაც გაამართლა, მელიას დაჭერაც. ბოლო წელს გაპირსისხლიანდა?! („ქართული ოცნება“). 7 ნოემბერს აქციაზე ვიდექი და არაფრის გამო გვცემდნენ და ხალხი, რომელიც პარლამენტს ამტვრევს, ტყვიამფრქვევი გადმოაქვს და ჩემს პოლიციას ესვრის, ის რატომ დაიჭირესო, ჩემთვის არ არის ეს პრობლემატური“, – განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.