მერაბ კოკოჩაშვილი პრეზიდენტს ცხრა აპრილის გმირების დაჯილდოების თხოვნით მიმართავს
კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, წერილობით მიმართავს და შესაბამისი განცხადებაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე შევიდა.
კოკოჩაშვილის ინიციატივას რამდენიმე ხელმომწერი ახლავს და ისინი ერთობლივად ითხოვენ, რომ ცხრა აპრილის გმირებს მიენიჭოთ ეროვნული გმირის ორდენი – საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ანალოგიური ინიციატივით ადრე მიმართეს წინა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, თუმცა მას შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია.
ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ცხრა აპრილის ტრაგედიით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულებმა და დაშავებულებმა, უდიდესი მსხვერპლის გაღებით, იმსახურებენ უმაღლეს სახელმწიფო აღიარებას.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ დროისთვის ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.