,,მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ, „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ გაგვახარეს პარტიული დაფინანსების მიღებით, რაც არალეგიტიმური პარლამენტის აღიარების ტოლფასია, ამჯერად ხაზარვიზიამ გახსნა პოლემიკა, თუ რომელია ლეგიტიმური პრეზიდენტი”-შალვა ნათელაშვილი

„მას შემდეგ რაც ხაზარაძემ, აგრეთვე „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ გაგვახარეს პარტიული დაფინანსების მიღებით, რაც არალეგიტიმური პარლამენტის აღიარების ტოლფასია, ამჯერად ბანკირს დაქვემდებარებულმა „ტვ პირველმა“ ანუ ხაზარვიზიამ, გახსნა პოლემიკა, თუ რომელია ლეგიტიმური პრეზიდენტი. არა და ორი დღის წინ ერთმნიშვნელოვნად ზურაბიშვილს ცნობდნენ პრეზიდენტად მხოლოდ. როგორც ჩანს, ზოგიერთებმა გაიხსენეს შარლ მიშელი ორი და გაუდგნენ გზასა. ისე, ხალხი რომ არ იდგეს გარეთ და „ლეიბორისტებს“ რომ არ ჩაგვეყარა დასანქცირების საძირკველი, ესენი ახლა, მინიმუმ პარლამენტის კაფეტერიაში იჯდებოდნენ“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading