მასობრივი ავტოავარია თურქეთში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

თურქეთში, ვან-ერჯინის ავტომაგისტრალზე მომხდარი მასობრივი ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელშიც, დაახლოებით, 30 ავტომობილი მონაწილეობდა 2 სხვადასხვა ადგილას მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ნისლი და გზის საფარის მოყინვა გახდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ავტომაგისტრალი ჩაიკეტა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading