მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სისტემატურად ჩადენილი ძალადობისა და არაერთგზის გამოძალვის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ა. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2025 წლის სექტემბრიდან თანასოფლელს – 1987 წელს დაბადებულ რ.ე.-ს სისტემატურად სთხოვდა ფულს და გადაუხდელობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მუქარისა და დაშინების გზით დაზარალებულმა სხვადასხვა დროს ჯამში 1300 ლარი გადასცა.

სამართალდამცველებმა ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading