მარნეულში ორსული ქალის მიმართ ოჯახური ძალადობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი – 2001 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი რ.მ. – მარნეულში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2025 წლის 6 დეკემბერს ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა რ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading