მარნეულში გზებისა და შემოვლითი მაგისტრალის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.

სოფელ საიმერლოსა და წერეთელში მიმდინარეობს შიდა გზების რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი ეწყობა. პროექტების ჯამური ღირებულება 7,5 მილიონ ლარს აღემატება.

ხელმძღვანელმა პირებმა ასევე დაათვალიერეს მარნეულში მიმდინარე შემოვლითი გზისა და მდინარე ალგეთზე საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები, რომლის დასრულებაც 2027 წლის მაისისთვის იგეგმება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading