მარნეულში განათლების სფეროს წარმომადგენელ ქალებს 8 მარტი მიულოცეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან და საკრებულოს თავმჯდომარე  ამირან გიორგაძესთან ერთად, მარნეული-ს საჯარო სკოლების ქალ დირექტორებსა და რესურსცენტრის წარმომადგენელს შეხვდა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მათ ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, განათლების სფეროში გაწეული შრომისა და ახალგაზრდების აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სასაჩუქრე კალათები გადასცეს.

მარნეულის მერმა დაურ ისმაილოვმა 8 მარტი ასევე მიულოცა საკუთარ ყოფილ დამრიგებელს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading