მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღვინის ბაზრის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

შეხვედრაზე ადგილობრივი აგროპროდუქტების მიწოდების ჯაჭვის განვითარების გზები, ფერმერებისა და მცირე მეწარმეების ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობები, პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მეთოდები განიხილეს.

ღონისძიებაში ადგილობრივი ფერმერები, მუნიციპალიტეტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა შვეიცარიული სააგენტო HELVETAS-ისა და პროექტ WINS-ის მხარდაჭერით გაიმართა.

 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია / Marneuli Municipality City Hall 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading