მარნეულის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება განხორციელდა
მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილესთან გიორგი გოდაბრელიძე ერთად, მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა.
ამ თანამდებობაზე დაინიშნა იოანე ლაშხი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
მერის განცხადებით, აღნიშნული სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირება და მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. მისი შეფასებით, იოანე ლაშხი გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და მაღალი პასუხისმგებლობით, რაც ხელს შეუწყობს სამსახურის შემდგომ განვითარებას.
დაურ ისმაილოვმა ახალ ხელმძღვანელსა და მთლიან გუნდს წარმატებები უსურვა.