მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა საბჭომ მორიგი სხდომა გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა საბჭომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე დაესწრო.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ახალგაზრდულ გამოწვევებზე, ასევე განიხილეს იდეების კონკურსთან დაკავშირებული საკითხები. დაიგეგმა კინო ჩვენება და სხვადასხვა მოხალისეობრივი აქტივობები.

საბჭო მომავალშიც გეგმავს აქტიური მუშაობის გაგრძელებას, რათა უზრუნველყოს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და მათი ინიციატივების მხარდაჭერა.

__________

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading