მარნეულის მუნიციპალიტეტში ქუჩების მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულისმარნეულის მუნიციპალიტეტში ქუჩების დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინიციატივა მუნიციპალიტეტის მერს, დაურ ისმაილოვს ეკუთვნის და მიზნად ისახავს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, სისუფთავის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებასა და მოქალაქეებისთვის უფრო მოწესრიგებული გარემოს შექმნას.
დასუფთავების სამუშაოები მოიცავს შიდა ქუჩების გაწმენდას, დაგროვილი ნარჩენების გატანასა და ტერიტორიების მოწესრიგებას. პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციას ფარავს.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ, მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. 🎄✨