მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური პლატფორმის შესახებ შეხვედრა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური პლატფორმის შესახებ მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა.

შეხვედრის მთავარი მიზანი ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის სოციალური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებზე გამოცდილების, ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარება იყო.

დისკუსიების ფარგლებში მონაწილეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს:

  • ადგილობრივ დონეზე სოციალური სერვისების აღწერის მეთოდოლოგია;
  • სოციალურ საჭიროებათა კვლევის ციფრული ინსტრუმენტის პრეზენტაცია;
  • პერსონალური ასისტენტის მომსახურების ამჟამინდელი მდგომარეობა;
  • მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული ინიციატივებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება.

შეხვედრის მონაწილეები ასევე ეწვივნენ ყიზილაჯლოს სოციალურ სერვისების დღის ცენტრს და ადგილზე გაეცნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელები, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით პასუხისმგებელი პირები და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

სოციალური პლატფორმის გაძლიერება და ადგილობრივ დონეზე სოციალური პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე ორიენტირებული შეხვედრები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading