მარნეულის მუნიციპალიტეტში კამპანია „არა ნარკოტიკის“ ფარგლებში მიმდინარე მინი-ფეხბურთის ჩემპიონატს საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებ დაესწრნენ

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, მარნეულის მერის პირველ მოადგილესთან როინ დეკანოიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ახალგაზრდებში მინი ფეხბურთის ჩემპიონატს დაესწრო.

მარნეულში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით მინი ფეხბურთში ტურნირი სახელწოდებით – “არა ნარკოტიკს” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას მოყვარული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ათი გუნდი იღებდა.

ჩემპიონატი მარნეულის სამხედრო დასახლების გამარჯვებით დასრულდა.მეორე ადგილი საიმერლოს გუნდმა, მესამე კი ქ.მარნეულის გუნდმა დაიკავა.”-აღნიშნულია განცხადებაში,რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading