მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენის, ნიკოლოზ დევდარიანის წარმატება
,,სოფელ მარტყოფში გაიმართა საქართველოს 1969 წლის აბსოლუტური ფალავნის, გამოჩენილი მოჭიდავისა და მწვრთნელის გივი კახაბრიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ტურნირზე წარმატებით იასპარეზა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენმა, ნიკოლოზ დევდარიანმა(პირადი მწვრთნელი (დემურ ჟორჟოლიანი) და 73 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ჩემპიონობა.
მოგეხსენებათ, იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს ქართული ჭიდაობის წრე, მწვრთნელი:ემზარ ქალდანი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ულოცავს ნიკოლოზს მიღწეულ წარმატებას.”-აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის განცხადებაში.