მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის დეტალები, უპასუხეს თემატურ შეკითხვებს და ყურადღება გაამახვილეს რეგისტრაციის პირველ ეტაპზე გამოვლენილ ძირითად გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

მიწის სისტემური რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, როგორც მიწის აზომვის, ისე რეგისტრაციის პროცესი სრულიად უფასოა და სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading