მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
„ჩვენო მეთორმეტე კლასელებო, გილოცავთ სკოლის დასრულებას! გისურვებთ წარმატებებს პროფესიის არჩევის გზაზე და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში. თქვენ გადახვედით ცხოვრების ახალ ეტაპზე, დამოუკიდებლობისა და ახალი პასუხისმგებლობების გზაზე. მჯერა, თქვენს წვლილს შეიტანთ ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!“- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი.
