თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი იწყებს ილუსტრაციების კონკურსს “დედამიწა შენს ფერებში”!
კონკურსის მიზანია გლობალურ-ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათი შემოქმედებითი ხედვის მხარდაჭერა
საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდება Facebook ლაიქების მეშვეობით და გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან:
700 ლარიანი ვაუჩერი ტექნიკის მაღაზიის
500 ლარიანი ვაუჩერი ტექნიკის მაღაზიის
კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 18-29 წლის თბილისში მცხოვრები პირებისათვის.
ნამუშევრები მიიღება ამა წლის 22 მარტიდან 14 აპრილის 14:00 საათამდე.
მონაწილეებს საშუალება ექნებათ დააგროვონ მოწონებები 15 აპრილიდან 22 აპრილის 18:00 საათამდე. ყველაზე მეტი მოწონების მქონე ორი ნაშრომი გამოცხადდება გამარჯვებულად.
რეგისტრაციის პროცესი მოიცავს ორ კომპონენტს:
(1) რეგისტრაცია – პროექტში მონაწილეობის მოთხოვნის გამოგზავნა ვებ-საიტის youthtbilisi.ge-ს მეშვეობით ( “დარეგისტრირდი მონაწილედ” დაკლიკებით)
(2) ილუსტრაციის გაგზავნა – კანდიდატმა 14 აპრილის 14:00-მდე უნდა გამოგზავნოს შექმნილი ილუატრაცია ელ-ფოსტაზე: info@youthtbilisi.ge ( Subject line: სახელი გვარი/ ილუსტრაციების კონკურსი “დედამიწა შენს ფერებში”).
გაითვალისწინეთ, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ილუსტრაცია არ მიიღება, აგრეთვე, მიღებული ნამუშევრები შემოწმდება პლაგიატზე.
სარეგისტრაციო ლინკი: https://youthtbilisi.ge/aqtivoba/dedamitsa-shens-ferebshi
პროგრამასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვეკონტაქტეთ:
მობ: +995 557 505 179
დავიცვათ, შევიყვაროთ და შევქმნათ ხელოვნება დედამიწისთვის! ![]()
![]()
თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი / Tbilisi Sports & Youth Centre
