მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჯანდარში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მეუღლესთან ია გელაშვილთან ერთად დაესწრო.

სადღესასწაულო ღონისძიებაზე, მოსწავლეების მიერ მომზადებული ცეკვები, სიმღერები და თეატრალიზებული წარმოდგენები შესრულდა, სადაც წარმოდგენილი იყო ტრადიციული პიესა გაზაფხულის გოგონას, ქოსასა და ქეჩალის მონაწილეობით.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: ვასილ ხახულაშვილი, ვუსალ ბაირამოვი, მახირ ბაირამოვი, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი ნინო ბერიძე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი ია ესებუა, საკრებულოს თანამშრომლები, მარნეულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და ადგილობრივები.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით სიმბოლურად კოცონის ანთების ცერემონიალი გაიმართა.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading