მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი ფონიჭალის დასახლებაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს თავდადებისა და გადარჩენილი სიცოცხლეებისთვის. მადლობა თბილისის მერიას და ყველას, ვინც გუშინ ადამიანების გადასარჩენად იბრძოდა“, – აცხადებს დაურ ისმაილოვი.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »