მარნეულის მერმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და ხარისხი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილესთან გიორგი გოდაბრელიძე ერთად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე შეფასდა უკვე დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. მხარეებმა განიხილეს სამუშაოების ხარისხი, ვადების დაცვა და არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გზების, წყალმომარაგების, სარეაბილიტაციო და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

მერის განცხადებით, თითოეული პროექტი უნდა განხორციელდეს განსაზღვრული სტანდარტების სრული დაცვით და ინტენსიური მონიტორინგის პირობებში. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია სამუშაოების დროულად და ხარისხიანად დასრულება, რათა მოსახლეობამ კონკრეტული და ხელშესახები შედეგი მიიღოს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading