მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი სარწყავი წყლის ტარიფებსა და სუბსიდირებაზე გამართულ შეხვედრას დაესწრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დადგენილ საირიგაციო წყლის ტარიფებსა და სუბსიდირების მექანიზმებთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე განხილული იქნა სემეკის მიერ დადგენილი სარწყავი წყლის ტარიფები, ახალი სუბსიდირების სქემა, ინფრასტრუქტურის მზაობა, წყლის რესურსების მართვა და რეგიონებში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფა. შეხვედრაზე ხაზგასმული იყო ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობა აგროსექტორის განვითარებისა და ფერმერთა ინტერესების დაცვისთვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading