მარნეულელმა ძიუდოისტებმა, რუსთავში გამართულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა
რუსთავში გაიმართა ქვემო ქართლში არსებული ძიუდოს სკოლების წარმომადგენლების ერთობლივი ვარჯიში, სადაც მონაწილეობა მიიღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოს ექვსივე წრის აღსაზრდელებმა, როგორც ბიჭებმა
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ქვემო ქართლის რეგიონის ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის ინციატივით, ძიუდოს სპორტული კლუბის “კიდევაც დაიზრდებიან“ -ის მიერ, კლუბის მიზანია, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებმა მომავალმა ძიუდოისტებმა სრულიად უფასოდ, თეორიული და პრაქტიკული მასტერკლასები ცნობილ და წარმატებულ ძიუდოისტებთან გაიარონ.
მასტერკლასი ჩაატარეს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა, ოლიმპიური თამაშები პრიზიორმა სპორტსმენებმა: ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ნესტორ ხერგიანმა და ლუხუმ ჩხვიმიანმა.
მასტერკლასში ასევე მონაწილეობდნენ:
გიო ბერიაშვილი
გიორგი ბაინდურაშვილი
ბექა აფრასიძე
ია ზგულაძე