მარნეულელი მოჭადრაკეების წარმატება

,,თბილისში გამართულ მოზარდთა კატეგორიის საკვალიფიკაციო ტურნირში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს.

სერგო მიკირტუმოვმა წარმატებით შეასრულა V კატეგორიის თანრიგის მეორე ბალი და ოფიციალურად გახდა V თანრიგოსანი მოჭადრაკე.

გეგი ზაკალაშვილმა წარმატებით შეასრულა V კატეგორიის თანრიგის პირველი ბალი და სოლიდური ნაბიჯი გადადგა თანრიგის მისაღებად.

სპორტსმენების მწვრთნელი: გიერგ წიფიანი.

მარნეულის სპორტული სკოლა ულოცავს სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას.”-აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის განცხადებაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading