მარიამობის დღესასწაული აზერბაიჯანში – ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის კიდევ ერთი გამოხატულება

28 აგვისტოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში, ტრადიციულად და საზეიმოდ აღინიშნა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული – მარიამობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა მორწმუნეებმა, ისე საქართველოდან და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუმრებმა.
📍 კახის წმინდა გიორგის ტაძარში ღვთისმსახურება აღავლინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
ღონისძიებას ესწრებოდნენ:
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე

განჯაში საქართველოს გენერალური კონსული კახაბერ აბდალაძე

საქართველოს საელჩოს თანამშრომლები
🤝 დიასპორასთან შეხვედრა და მხარდაჭერის ინიციატივები

სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, გაიმართა შეხვედრა კახის რეგიონში მცხოვრებ თანამემამულეებთან, რომლებსაც მარიამობის დღესასწაულის ფარგლებში საჩუქრად გადაეცათ:
პირველადი მოხმარების ნივთები
საკვები პროდუქტების კალათები
მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ დიასპორული მხარდაჭერის საგრანტო პროგრამებზე.
🎓 ვიზიტი ქართულ სკოლაში

📌 ელჩი ზურაბ პატარაძე, საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ეწვია საინგილოს ქართულ სკოლას, სადაც შეხვდა პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს.
🎁 I–IV კლასების მოსწავლეებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაეცათ:


სასკოლო ინვენტარი
დღის ბოლოს, ელჩმა ზურაბ პატარაძემ, კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელ ელბრუს თაღიევთან ერთად, ქ. განჯაში ყვავილებით შეამკო ჰეიდარ ალიევის ძეგლი, რაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას.
