„მარეგულირებელი ინსტრუმენტების გაძლიერებით, გამჭვირვალობის ხელშეწყობითა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ESG ფაქტორების ინტეგრაციის მხარდაჭერით, ჩვენი მიზანია საქართველომ საერთაშორისო დონეზე მოწინავე პოზიცია შეინარჩუნოს“, – ნათია თურნავა
ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე მუშაობას განაგრძობს და მდგრადი დაფინანსების მეორე გზამკვლევს აქვეყნებს.
ეს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, ფინანსურ სექტორში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრაციის ხელშეწყობას, კლიმატის ცვლილებასა და სხვა ESG ფაქტორებთან დაკავშირებული ფინანსური რისკების მართვის გაუმჯობესებას და საქართველოს დაბალ ნახშირბადიან და მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.