მაკა ბოჭორიშვილმა ქალთა სტატუსის კომისიისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

გაეროში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიის გახსნის ცერემონიაში. 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტმა ფილემონ იანგმა და წევრი ქვეყნების მაღალი დონის დელეგატებმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელიც  პეკინის დეკლარაციის 30 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას, მაღალი დონის სტუმრებს შორის,  ასევე ესწრებოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, სიმა ბაჰოუსი.

ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო  ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაშიც. ღონისძიება გახსნა თანასწორობის და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, აჯა ლაბიბიმ და პოლონეთის რესპუბლიკის თანასწორობის მინისტრმა, კატაჟინა კოტულინმა. 

ქალთა სტატუსის კომისიის  სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში სიტყვით გამოვიდა და ორმხრივი შეხვედრები გამართა გაეროს ინსტიტუტების წარმომადგენლებთან და კოლეგა მინისტრებთან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading