მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ახლადდანიშნულ ელჩს (რეზიდენციით ქ. ლუქსემბურგში), ალან დე მიუისერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა სამომავლოდ თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.  


საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.


მინისტრმა მიულოცა ელჩს  თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading