მაკა ბოჭორიშვილისა და მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში,  საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი  მალდივის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, აბდულა ხალილს შეხვდა.   

შეხვედრაზე  განიხილეს საქართველოსა და მალდივის რესპუბლიკის ურთიერთობები და  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. 

ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს , მათ შორის, ტურიზმის, განათლების, ინვესტიციების წახალისების სფეროებში.  

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს წარმატებულ თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. 

მაკა ბოჭორიშვილმა მალდივის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading