ლუქსემბურგში ევროპის ახალგაზრდული ცენტრების ქსელის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სახელით სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდულ საკითხთა კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი, ნინო მიხანაშვილი ესწრებოდა

ღონისძიებაში მონაწილეობდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების 100-მდე წარმომადგენელი. დისკუსია გაიმართა ახალგაზრდული სივრცეების შექმნის მნიშვნელობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს მარიენტალის (მასპინძელი ახალგაზრდული ცენტრი) დეკლარაცია, რომელიც ცენტრების ქსელის თანამშრომლობას უფრო მეტ მნიშვნელოვნებას შემატებს.

ღონისძიება ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის დეპარტამენტისა და ლუქსემბურგის ეროვნული ახალგაზრდული სამსახურის (SNJ) ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდულ ცენტრებს შორის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

საქართველო, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლობით, მეორე წელია, რაც აღნიშნული ქსელის წევრია და საგრანტო კონკურსების საშუალებით აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში ახალგაზრდული სივრცეების, ცენტრებისა და სერვისების დანერგვას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading